2016-07-20 15:18:37, 1163 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: კერძო სექტორი EBRD-სთვის მნიშვნელოვანია
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ბანკი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ, კერძო სექტორის კარგი პარტნიორია.
"დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორი აღნიშნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ქიმიური მრეწველობა, რომელიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 155 მილიონი დოლარით ფინანსდება. სესხის შემდეგ საწარმოში გაიხსნება ახალი ხაზი და მოხდება თანამედროვე პროდუქციის გამოშვება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ EBRD-ი "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან