08:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 11:38:15, 1555 ნახვა

მსოფლიო
ფეთჰულა გიულენის ინტერვიუს გამო, აზერბაიჯანში ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა

აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის, ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ფეთჰულა გიულენის ინტერვიუ გახდა, - ამის შესახებ News.az-ი იუწყება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გიულენის ინტერვიუს ტელეარხი ANS TV ეთერში გაშვებას გეგმავდა, სწორედ ეს გახდა არხის გათიშვის მიზეზი.

News.az-ის ცნობით, გიულენის ინტერვიუ ანტითურქული ხასიათის იყო.

როგორც ცნობილია, ANS TV-მა მაუწყებლობის შეწყვეტამდე განაცხადა, რომ იგი აპირებდა გიულენთან აშშ-ში მათი კორესპონდენტის, განირა ატაშოვას მიერ ჩაწერილი ინტერვიუს გაშვებას. მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყნის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics