2016-07-18 16:56:59, 1038 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3406 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3407 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5847 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6075 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0228 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან