10:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 17:55:55, 1648 ნახვა

მსოფლიო
თურქული მედია - სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება მოსახლეობა ამბოხებაში მონაწილე ჯარისკაცებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ერთ-ერთ ამბოხებულ ჯარისკაცს თავი მოკვეთეს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება. აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 60 000-ზე მეტჯერ გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics