10:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 15:53:29, 1526 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს - „გადატრიალების მცდელობა, შესაძლოა, განმეორდეს“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა და ერთიანობისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა მოსახლეობას კვლავ ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

ამასთან, თურქეთის მცხოვრებთა ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ დემოკრატიის მხარადასაჭერად გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, სოციალური ქსელში თურქეთის მთავრობა განცხადებს აქვეყნებს: "არ მივატოვოთ ქუჩები, გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს".

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics