|
2016-07-16 09:22:38, 1352 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, - ამის შესახებ BBC ქვეყნის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში 754 ადამიანი დააკავეს. პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება. მან ასევე ბრძანება გასცა ჩამოაგდონ ის სამხედრო ლაინერი, რომელსაც აჯანყებულები იყენებენ. გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამბოხებულმა სამხედროებმა მძევლად აიყვანეს. ჯერ უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებულ სამხედროებს და რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორს. BBC-ის ინფორმაციით, სროლის ხმა მთავარ ქალაქებში პერიოდულად ისმის. შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)