|
2016-07-15 17:55:43, 1445 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი: ნიცაში მომხდარ ტერაქტის დროს დაშავებული 50 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია
ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მან ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც ამ დრომდე უამრავი დაშავებული იმყოფება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს. ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. იგი ათეულობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან 18 კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღნიშნული ტრაგედიის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გაახანგრძლივა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)