03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 02:04:30, 1310 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. 

ეს არ არის ზუსტი მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ამ დრომდე იზრდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. 

ამ წუთისთვის მომხდარიდან გამომდინარე ქალაქში პანიკაა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეები სირბილით ტოვებენ. ფრანგული ტელევიზიები შემთხვევას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics