22:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:22:01, 1599 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი ISIS-ის წინააღმდეგ ავიამზიდ “შარლ დე გოლს” გამოიყენებს

საფრანგეთი ავიამზიდ “შარლ დე გოლს” ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს, - ამის შესახებ France24 იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ოლანდმა აღნიშნა, შემოდგომაზე ავიამზიდი სპარსეთის ყურეში დაბრუნდება.

“ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას ერაყის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, რომლებიც მოსულის გათავისუფლებას ცდილობენ”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ოლანდის თქმით, ავიამზიდი ოპერაცია “შამალში” მიიღებს მონაწილეობას, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, “შარლ დე გოლი”, რომელიც ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთადერთი მოქმედი ავიამზიდია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics