2016-07-13 17:01:40, 1192 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3527 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3527 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3413 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6063 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან