|
2016-07-13 12:11:34, 1034 ნახვა
ეკონომიკა
მაისში აჭარაში ტურისტების 18,69%-იანი ზრდა დაფიქსირდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. დეპარტამენტის ცნობით, მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა. რაც შეეხება იანვარ-მაისის პერიოდს, 5 თვის განმავლობაში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა გაზრდილი, რაც 79 431 უცხოელ, ხოლო 42 837 შიდა ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საზღვრის მონაცემების მიხედვით კი ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 268 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74,29%-იან ზრდას გულისხმობს. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა ებრალი და 5,5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, ხოლო 78,4%-ით ბელარუსი, 57,56%-ით რუსი და 13,56% -ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ვიზიტორთა 17,82 %-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის წყარო არის რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტები. მონაცემების დამუშავება არსებული მეთოდოლოგიით დროშია გაწერილი და საზღვრის მონაცემებისგან განსხვავებით ერთ თვემდე პერიოდს მოითხოვს, თუმცა აჭარის შემთხვევაში ესაა ერთადერთი მართებული პრინციპი რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის დასათვლელად. არსებული სტატისტიკის მიხედვით როგორც ველოდით რეგიონში ტურისტების ზრდა გვაქვს ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რაც ჩვენი და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების გარდა ტურისტები რეგიონში მრავლადაა არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარაში ჩამოსული სტუმრების სტატისტიკას. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარეობს ივნისის თვის მონაცემების დამუშავება და თვის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სურათი, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობდა აჭარას ივნისში“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)