2016-07-13 09:03:51, 1014 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3413 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3413 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.3393 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.6000 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5802 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან