2016-07-12 16:50:15, 989 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3413 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3413 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.3393 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6000 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5802 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან