|
2016-07-12 15:31:28, 1354 ნახვა
მსოფლიო
ერაყში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი, დაშავდა
ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში რაშიდიაში, ბაზარში მოხდა. აღსანიშნავია, რომ აფეთქება ერაყის დედაქალაქში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის ვიზიტის მეორე დღეს განხორციელდა. ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ბაღდადის ცენტრში მომხდარ თავდასხმას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ერაყის სამთავრობო ძალებმა საერთაშორისო ავიაციის დახმარებით ექსტრემისტებისგან ქალაქი ფალუჯა გაათავისუფლეს. 9 ივლისს კი ერაყელმა სამხედროებმა მოსულის მახლობლად მდებარე ავიაბაზა დაიკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)