2016-07-11 17:00:14, 957 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3393 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3391 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5802 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5880 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან