2016-07-09 09:26:54, 1048 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარი 2.3391 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი დღეს, 2.3391 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3302 ლარად იყო შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.5880 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5823 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან