2016-07-08 16:54:14, 1136 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი ხვალ, 2.3391 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3302 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 ევრო ხვალ, 2.5880 ლარი ეღირება, დღეს კი 2.5823 ლარი ღირს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან