2016-07-08 10:21:31, 1112 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3302 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3302 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3194 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5823 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0152 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან