2016-07-06 15:41:00, 1042 ნახვა
ეკონომიკა
აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს:
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,290 პროცენტით, მაქსიმალური 7.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7,378 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან