2016-07-06 09:10:42, 1088 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3097 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3097 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.3076 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5762 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5679 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან