2016-07-05 16:49:34, 1131 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3097 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.3076 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5762 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5679 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან