07:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 16:17:36, 1331 ნახვა

ეკონომიკა
„ბანკი რესპუბლიკა" და „ბაზისბანკი" ერთიანდებიან

„ჰუალინგ ჯგუფს", „სოსიეტე ჟენერალსა" და EBRD-ს შორის „ბანკი რესპუბლიკაში" „სოსიეტე ჟენერალის" აქციების საკონტროლო წილის „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება შედგა.

აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში „ჰუალინგ ჯგუფის" გაძლიერებას. გარიგების პირობების მიხედვით,  „ჰუალინგ ჯგუფი" გეგმავს „ბანკ რესპუბლიკასა" და „ბაზისბანკის" გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.
 
გაერთიანების შემდეგ „ჰუალინგ ჯგუფს" ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. ეს გარიგება წარმოადგენს საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის" გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთ დადასტურებას.
 
გაერთიანების შემდგომ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის - დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.
 
„ერთი სარტყელი - ერთი გზის" სტრატეგიული ინიციატივის ფონზე, ეს გარიგება არა მარტო გააძლიერებს „ჰუალინგ ჯგუფის" საბანკო საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში დაბალანსებული კონკურენციის ჩამოყალიბებას, არამედ წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. იგი ასევე მიაწოდებს ხარისხიანი საფინანსო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც საქართველოში მოღვაწე ჩინურ, ასევე ადგილობრივ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს.
 
აღნიშნული გარიგების პროცესში „ჰუალინგ ჯგუფი" თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან („Tuhong International") - ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან  - ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა „BLF"-თან იურიდიული მრჩეველის სახით. 
 
აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა „ბანკ რესპუბლიკასა" და „ბაზისბანკში", ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics