2016-07-05 09:52:23, 1092 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3076 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3076 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3093 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 2.5679 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5661 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან