06:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 15:09:19, 816 ნახვა

რეგიონი
აჭარა „ПЯТНИЦА" -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა

აჭარის ტურისტული პოტენციალი რუსეთში პოპულარული ტელეარხის „ПЯТНИЦА" -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად, რეგიონს გადაცემა  „ЖаннаПожени“-ს გადამღები ჯგუფი სტუმრობდა.

მათივე ცნობით, გადაცემის ფორმატის მიხედვით, ტელეწამყვანი ჟანა  ბადოევა წყვილებს მათთვის საოცნებო ქორწილის გადახდაში ეხმარება და ისინი მათთვის სასურველ ქვეყანაში მიჰყავს.

საქართველო, კონკრეტულად კი აჭარა არასტანდარტული ქორწილის გადასახდელად საინტერესო ტურისტული ადგილი აღმოჩნდა გადაცემის მორიგი წყვილისთვის. ქორწილის ორგანიზებისას გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბოტანიკური ბაღი, ფოლკლორი, სასტურმო და სარესტორნო პოტენციალი. ახალგაზრდა წყვილმა თავიანთი საოცნებო ქორწილი ბათუმში გადაიხადეს.

გადაცემა ტელეარხის ეთერში მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გავა და ის პოპულარიზაციას გაუწევს, აჭარას  როგორც ახალგაზრდა წყვილებისთვის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას.

ტელეარხ  „ПЯТНИЦА"-ს გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს მეორედ სტუმრობდა. პირველად, ისინი მაისში გადაცემა „Еда, я люблю тебя“ -ს გადაღებებისას იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics