18:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 09:26:11, 741 ნახვა

მსოფლიო
ბორის ნემცოვს დღეს დაკრძალავენ

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბორის ნემცოვს დღეს მოსკოვში, ტორე-კუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ, პანაშვიდი კი სახაროვის ცენტრში გაიმართება.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი, მოსკოვში სახაროვის ცენტრში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

დილიდან მოსკოვში ნემცოვის სამგლოვიარო ცერემონიასთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას დაიწყებს. დაკრძალვის ადგილზე 200 პოლიციელი და სპეცრაზმის 100 თანამშრომელი იქნება მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს,  რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics