2016-07-01 17:18:57, 1009 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3093 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3200 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5661 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5861 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0200 ლარი შეადგინა,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან