21:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 17:29:15, 485 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან არასამთვრობო ორგანიზაციები  „აპრიორი“  და  „სამართლის თაობა“ აქციას მართავენ.

ისინი თბილისის  მეწარმეობის  ხელშეწყობის ცენტრის დაფუძნების დაგეგმვას აპროტესტებენ. მათ გამოტანილი აქვთ  ტრასფარანტები  წარწერით - „მერია მარგიშვილის გარეშე“, „მარგიშვილი კორუფციული მთავრობის სახე“. 

როგორც „სამართლის თაობის წარმომადგენელმა“  გირშელ ბართაიამ  ჟურნალისტებს  განუცხადა,  მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იქნება კიდევ ერთი კორუფციული ორგანო,  რომელიც არა თბილისელების  ინტერესებს,  არამედ ალექსანდრე მარგიშვლის დასაქმებას  მოემსახურება.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სააგენტო იქნება კიდევ ერთი კორუფციული ორგანო, რომელიც არ  იქნება თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული,  ეს სააგენტო მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმებას , მის კეთილდღეობასა და ინტერესებს მოემსახურება“, - აღნიშნა ბართაიამ.

მან  კორუფციულ გარიგებებში ალექსანდრე  მარგიშვილთან ერთად დედაქალაქის  მერი დავით ნარმანია დაადანაშაულა.

ბართაიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული  ცენტრის ჩამოყალიბებას  დავით ნარმანია უწყობს ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  დედაქალაქის  საკრებულოს დეპუტატებს  მოუწოდეს   თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის  პროექტი დღვანდელ სხდომაზე  არ დაამტკიცონ.

ცნობისთვის , დედაქალქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს.  ერთ-ერთი თემა კი თბილისის მეწარმების ხელშეწყობის ცენტრია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics