15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 16:49:12, 1314 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება პუტინისა და მისი თურქი კოლეგის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენადაა საჭირო, ამასთან, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინსა და ერდორანს შორის შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტამდე შედგება .

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

როგორც ოფიციალური ანკარა ამტკიცებდა, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.  ცნობისთვის, დღეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics