02:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 14:04:24, 551 ნახვა

რეგიონი
ეკომიგრანტ ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ლეილა ბალაძის 7-სულიან ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრნენ და ცენტრ  “აფხაზეთის“  წარმომადგენლებთან ერთად,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა  გადასცეს.

მინისტრმა   ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც მოინახულა და მათთვის გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა  “აფხაზეთი“  ეკომიგრანტებს  5 კულტივატორი (მინიტრაქტორი),  6 ბალახის საჭრელი აპარატი (სათიბელა), 4 ჯაჭვური ხერხი, წყლის გამფრქვევი („კერხერი“), წყლის ავზი და სხვა მოწყობილობები დაურიგა.

„საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერების“  პროექტის ფარგლებში,  სულ  42 ოჯახი დაფინანსდა, მათ შორის 36-ს მსხვილფეხა პირუტყვი გადაეცა.  აღნიშნულ პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი“აფხაზეთი“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ეკომიგრანტ ოჯახებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდათ.

აჭარის  მთავრობამ კი,  იმ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც სტიქიამ აჭარის რეგიონში დააზარალა ახალ სახლში გადასასვლელად ტრანსპორტირების ხარჯებისთვის დამატებით 1500 ლარი გამოუყო.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან 2014 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გასულ წელს 53 საცხოვრებელი სახლი  და მიწის ნაკვეთები შეისყიდა.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის პარალელურად, სტიქიით დაზარალებულ  ოჯახებს,  მათ საჭიროებებზე მორგებული, მცირე გრანტებიც  გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics