2015-03-01 12:23:18, 802 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვს 3 მარტს დაკრძალავენ
ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ბორის ნემცოვს ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე 3 მარტს დაკრძალავენ.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
შეგხსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან