2016-06-23 16:44:27, 1021 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2431 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2240 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5603 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5111 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0492 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან