13:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 11:37:46, 919 ნახვა

ეკონომიკა
გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობა იწყება

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა  ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვლიერეს.

ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის პროექტი 8 300 მეტრის სიგრძის ქსელის მშენებლობას გულისხმობს.

პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს  და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქი  გაზის დამატებით რაოდენობას მიიღებს და მომავალი წლების განმავლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics