|
2016-06-15 15:50:58, 1037 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველი მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემების მშენებლობის სფეროში. ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB საქართველოში მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირების ვიზიტის მნიშვნელობას სამომავლოდ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)