01:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 12:20:18, 854 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.

„საქართველოში იმყოფება აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაცია, მათ შორისაა, ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფარავს საქართველოს. გარდა ამისა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი ეცნობიან საქართველოში აზიის განვითარების ბაკის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვსაუბროთ სამომავლო პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა იმ პოლიტიკისა და მიმართულებების, რომელზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ბანკს, დაახლეობით, მილიარდ დოლარამდე უკვე ინვესტირებული აქვს საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ADB სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„საქართველოში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. აზიის განვითარების ბანკს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟონჟინ უანგმა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics