2016-06-14 10:23:56, 931 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.1291 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.1291 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.1274 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს 2.3999 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4033 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან