2016-06-13 17:10:43, 937 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.1291 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.1274 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ 2.3999 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4033 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან