13:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-12 17:35:36, 1120 ნახვა

მსოფლიო
კიევში გეი-პრაიდი დაპირისპირებების გარეშე ჩატარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს ლგბტ აქცია-მსვლელობა გაიმართა. მასში მონაწილეობა 5 ათასამდე ადამიანმა მიიღო. "თანასწორობის მარშმა" ოპოზიციის, ხელისუფლების, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების და ლგბტ ადამიანები გაერთიანება შეძლო.

აქციაში ისეთმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან ნადეჟდა სავჩენკო, მუსტაფა ნაემი, სერგეი ლესჩენკო და სხვები. აგრეთვე პრაიდში მონაწილეობა უკრაინაში აშშ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმაც მიიღეს.

მსვლელობა კიევის ცენტრალურ ქუჩებში 10:00 დან 10:45-მდე გაგრძელდა და ექსცესებისა და პროვოკაციების გარეშე დასრულდა.

უკრაინის ახალმა პოლიციამ დაპირება შეასრულა და კოლონა აგრესიისგან დაიცვა. როგორც პოლიციის პრესასთან ურთიერთობების ცენტრში განაცხადეს, მოსახლეობა აქციას ნორმალურად შეხვდა და ღონისძიების მსვლელობისას აღსაკვეთი პროვოკაციები არ დაფიქსირებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics