2016-06-10 16:47:13, 981 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.1274 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.1272 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.4033 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4133 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან