02:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 11:56:26, 578 ნახვა

სხვადასხვა
ბათუმის მე-8 მინისტერიალს - „გარემო ევროპისათვის“ ფინანსთა მინისტრი დაესწრო

დღეს, ბათუმში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის" მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
 
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში" და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის".
ფორუმის მიმდინარეობისას, შედგება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის".
 
ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, მათ შორის არიან გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროების ხელმძღვანელები, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
„გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს.
 
აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები, 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics