|
2016-06-06 09:55:03, 794 ნახვა
ეკონომიკა
დღეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება
Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, 6 ივნისს, ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან. მათ შორის RESMI Group-ის, RG Brands-ის, Kaspi Bank-ის, BI Group-ის, TS Engineering-ისა და სხვა მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ყაზახი ბიზნესმენების რეიტინგების უცვლელი მილიონერები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ბიზნესმენების ქონება, რომლებიც ივნისის დასაწყისში თავს თბილისში მოიყრიან, ჯამურად, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდ დოლარს დაითვლის. ბიზნესფორუმის გამართვის იდეა Forbes Georgia-ს აქციონერსა და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელსა და აქციონერს, არმანჟან ბაიტასოვს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაუჩნდა, როდესაც თბილისში ქართული Forbes-ის აქციების შესყიდვის შესახებ ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ჩამოვიდა. ამჯერად ის თავადვე იქნება ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი, რამდენადაც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის" რეიტინგში საპატიო 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო 47 ადგილს - „ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების" რეიტინგში. ჩვენ მიერ ინიციირებული ფორუმის მიზანი კი საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა გახლავთ, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა დარგებიდან. ყაზახური 40-კაციანი დელეგაციიდან გამოსაყოფი არიან აბლაი მურზახმეტოვი - ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე, იერკინ ტატიშევი - Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ისლამბეკ სალჟანოვი - Altyn Kyran Group-ის დირექტორი, რაიმბეკ ბატალოვი - Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კაირატ მაჟიმბაევი - RG Brands-ის თავმჯდომარე. გარდა აღნიშნული უწყებებისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით, რომელთაც ყველა ფორმატში ექნებათ საშუალება, დეტალებში გააცნონ ყაზახ ინვესტორებს საქმიანი შესაძლებლობები და პერსპექტიული საინვესტიო პროექტები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კეთდება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლები მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი Forbes-ის ფორუმზე. ფორუმს რედისონში 6 ივნისს, 11.00 საათზე, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)