06:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:20:41, 881 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები გაიხსნა

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით.

აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია.

მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში უზრუნველყოფს.

"გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები, რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში", - აღნიშნა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს არჩილ გაჩეჩილაძეს თქმით, ბიზნესისთვის გაცემული ყოველი დაფინანსებით საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის და კონკრეტულად ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

"როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი სასწრაფოს მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად“, -  განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics