|
2016-05-25 17:36:35, 788 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 483.9 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 15.5 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6 მლნ ლარით (0.05 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 481.3 მლნ ლარით (4.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა). „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (6.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით ნაკლები). 2016 წლის აპრილის განმავლობაში 1.8 პროცენტით ანუ 143.0 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 7.9 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.27 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)