20:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 16:46:50, 593 ნახვა

რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ სურმანიძემ სტუდენტებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა გააცნო და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხს.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა. სამედიცინო დაწესებულებას ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით უწყებაში ვიზიტი შესთავაზა.

„ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს მობრძანდნენ სამინისტროში, მივიღებთ ცალკეულ დეპარტამენტებში და გავაცნობთ სამინისტროს საქმიანობას, მათ ამით უფრო მეტი წარმოდგენა ექნებათ რეგიონის ჯანდაცვის სფეროზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics