22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 10:58:33, 1158 ნახვა

მსოფლიო
BBC: EgyptAir-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა

Airbus A320-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Aviation Herald-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დეტექტორი ჯერ ერთ-ერთ საპირფარეშოში, შემდეგ კი რადიოელექტრონულ განყოფილებაში ამოქმედდა. სწორედ ამის შემდეგ თვითფრინავთან კავშირი გაწყდა. 

Aviation Security International Magazine-ის რედაქტორის ფილიპ ბაუმის განმარტებით, თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

„შესაძლოა, ავიალაინერის გატაცების მცდელობა და არც მფრინავის კაბინაში მომხდარა შეკამათება არც ყოფილა და თვითმფრინავი ხანძრის გამო ჩამოვარდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით მოკლე ჩართვამ გამოიწვია ხანძარი თუ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა", - აღნიშნა ფილიპ ბაუმიმ.

ამ დრომდე საბერძნეთის ოფიციალური პირები განმარტავდნენ, რომ ლაინერმა ჰაერში ორი მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც დაშვება დაიწყო და ზღვაში ჩავარდა. 

EgyptAir-ის ავიალაინერი რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი. ლაინერი რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე გაქრა. სამაშველო სამსახურებმა გუშინ ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრების პირადი ნივთები აღმოაჩინეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics