21:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 11:00:09, 1124 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე მიულოცა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) 20 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრმა ფედერაციის როლზე ბუღალტრების და აუდიტორების პროფესიული განვითარების, ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ისაუბრა.

„მინდა მივულოცო საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან ბუღალტრული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მათთან ერთად, ჩვენ რამდენიმე, ძალიან საინტერესო წინადადება მოვამზადეთ. ორგანიზაციას ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც, საჯარო და კერძო აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაში ამ ორგანიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ექნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

ცნობისთვის, საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 7000-მდე ფიზიკურ პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics