|
2016-05-20 16:21:23, 1190 ნახვა
ეკონომიკა
“ელიტ ელექტრონიქსი“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს
"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია. წელს კომპანია ოქროს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსი“ 20 წლის გახდა. კომპანია საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში იმოქმედებს წარმოუდგენელი აქცია, ყოველი მე-20 მომხმარებელი შენაძენს უფასოდ წაიღებს. ასევე დაბადების დღესთან დაკავშირებით თვის ბოლომდე მომხმარებელი მინიმუმ 20%იან ფასდაკლებას მიიღებს ექსკლუზიურ ბრენდებზე როგორიცაა: ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი! აღნიშნული აქცია ძალაშია 21 მაისიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტი ბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. მათ შორისაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი რომელიც „ელიტ ელექტრონქსში“ ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ასევე „ელიტ ელექტრონისქსი“ 2015 წელს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სამსუნგისა და ეფლის. ჩატარებული კვლევების და გამოკითხვების საფუძველზე ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერად და 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში. დღეს კომპანია ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. როგორც იცით კომპანიამ 1996 წელს პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოცი წლის შემდეგ „ელიტ ელექტრონიქსის“ უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზია ისევ ქალაქ ბათუმში გაიხსნება. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ, სანამ თქვენ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია „ელიტ კაფე“ სადაც მიირთმევთ უგემრიელეს ყავას, დაისვენებთ და თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას შენაძენზე. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს როგორც ყიდვის პროცესში ასევე ყიდვის შემდგომ, სწორეთ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია „ელიტ სერვისი“, რომელიც „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და ეს კომპანია ისევ და ისევ „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებლებს უწევს ტექნიკურ დახმარებას. ამ ეტაპზე, სულ 7 სერვისის ობიექტი გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების აღნიშნულ სერვისს ჩვენ მთელს საქართველოში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. სერვის ცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდშიც და წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია ბოშის, სიმენსის, გორენიეს და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული მსხვილი ბრენდების მიერ.
(R)
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)