21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 14:00:06, 1246 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის მიგრაციის მინისტრი: არა მგონია, ვიზალიბერალიზაცია ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოს

ბელგიის მიგრაციის მინისტრი ტეო ფრანკენი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის და კიდევ 3 ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება, - ამის შესახებ ფრანკენმა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ფრანკენის თქმით, ახლა, როცა ევროპაში მიგრაციული კრიზისია, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისის გათვალისწინებით, არა მგონია, ვიზალიბერალზიაცია ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოს. განსაკუთრებით ჩემი ქვეყნისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ამ მომენტში ძალიან რთულია.

2010-2011 წლებში ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რასაც ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული კრიზისი მოჰყვა, მათ შორის ბელგიაშიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთი კრიზისი მეორეთი არ უნდა შევცვალოთ”, - განაცხადა ტეო ფრანკენმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics