2016-05-20 10:03:09, 730 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.1470 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.1470 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.1628 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0158 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.4057 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4377 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0320 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან