|
2016-05-18 17:18:46, 783 ნახვა
ეკონომიკა
თეა წულუკიანი: ერთიანი სავაჭრო სისტემის ქსელით ბიზნესი წლიურად 9 მილიონ ლარს დაზოგავს
იუსტიციის მინისტრმა ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემის პრეზენტაციაზე ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატების მიზეზად მმართველობაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა დაასახელა. ღონისძიება ქალაქ ფოთში გაიმართა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელები, ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლები. ხელმძღვანელები, ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „TFS“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს (კომპანიებს) შორის ინფორმაციის ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში გაცვლის სისტემაა. მასში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, დაზოგონ დრო, ფინანსები და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინრეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში ან/და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან. „საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად გაცვლა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ეკონომიკის განვითარებას. დღემდე ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა. ამ პერიოდში გამოვლინდა და აღმოიფხვრა საოპერაციო ხარვეზები. ამჟამად სისტემა აერთიანებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, რამდენიმე საზღვაო ხაზს, საბაჟო ტერმინალსა და სატრანსპორტო კომპანიას. სისტემის ოფიციალურად გაშვების შემდეგ პროგრამაში ჩართული ახალი სუბიექტების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რადგან საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის უკვე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად. ერთიანი სავაჭრო ქსელი სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერაა შექმნილი. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა. მასზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)