20:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 12:09:16, 853 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახური ტვირთების გადაზიდვებზე შეღავათიანი ტარიფები იმოქმედებს

"საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ელის, რომ ყაზახური წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა იმ დერეფანში, რომელიც საქართველოზე გაივლის, გაიზრდება.

ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შეღავათიანი ტარიფები, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება, დერეფანში ყაზახურ ტვირთებს გაზრდის თუ არა.

„ტვირთების სახეობებზე გუშინ ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შეღავათიან ტარიფებს ყაზახური წარმოშობის მუქ ნავთობპროდუქტებზე და ყაზახურ ხორბალზე. მნიშვნელოვანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვას როგორც ბათუმის, ისე ფოთის მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics